ბაიდენი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აიცრა
28/09/2021 05:06:48 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა.
”ბუსტერ“ დოზა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის უფრო მეტი ადამიანის ვაქცინაცია”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გასულ კვირას მხარი დაუჭირა "ფაიზერ/ბიონტექის" ვაქცინის "ბუსტერ" დოზის გამოყენებას 65 წელიწადს გადაცილებული ამერიკელებისთვის, თანმხლები დაავადების მქონე მოზრდილებისთვის, ასევე მათთვის, ვინც, სამსახურის გამო დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება.
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ "ფაიზერს" ე.წ. ბუსტერ დოზების გამოყენების ნებართვა 23 სექტემბერს მისცა. მისივე რეკომენდაციის თანახმად, მესამე დოზა უნდა გაკეთდეს მას შემდეგ, რაც მეორე დოზით აცრიდან ექვსი თვე იქნება გასული.


