Accentnews.ge
ისრაელის პრემიერ–მინისტრი: "ირანმა ყველა "წითელი ხაზი" გადაკვეთა"

ისრაელის პრემიერ–მინისტრი: "ირანმა ყველა "წითელი ხაზი" გადაკვეთა"

27/09/2021 15:40:47 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნაფთალი ბენეტის განცხადებით, "ირანმა ბირთვული პროგრამის განხორციელებისას ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და ისრაელი არ მისცემს თეირანს უფლებას, ატომური იარაღი შექმნას".

როგორც ნაფთალი ბენეტმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ირანს სურს, „ბირთვული ქოლგის“ გამოყენებით ახლო აღმოსავლეთში დომინირება შეძლოს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, უფრო მეტი კონკრეტული ნაბიჯი გადადგას ირანის ბირთვული აქტივობების შესაჩერებლად:

„მხოლოდ სიტყვები ცენტრიფუგების მუშაობას ვერ შეაჩერებს. ირანმა ყველა წითელი ხაზი უკვე გადაკვეთა. ბირთვული ობიექტების ინსპექტირება შეჩერებულია. მათ ეს შერჩათ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S