გერმანიის ისტორიაში პირველად, ბუნდესტაგში ორი ტრანსგენდერი ქალი იქნება წარმოდგენილი
27/09/2021 15:36:30 მსოფლიო
გერმანიაში 26 სექტემბერს გამართული არჩევნების შედეგების თანახმად, ბუნდესტაგში ორი ტრანსგენდერი ქალი იქნება წარმოდგენილი.
ტესა განზერერი და ნაიკ სლავიკი გერმანიის ისტორიაში პირველი ტრანსგენდერი ქალები არიან, ვინც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში იმუშავებენ. ისინი "მწვანეთა პარტიიდან" იყრიდნენ კენჭს. მწვანეებმა წლევანდელ არჩევნებზე მათი 2017 წლის შედეგი თითქმის 6%-ით გააუმჯობესეს და 14.8%-ით მესამე ადგილს იკავებენ. ისინი კოალიციური მთავრობის ფორმირების პროცესშიც იქნებიან ჩართულნი.
„ეს მწვანეთა ისტორიული გამარჯვებაა, თუმცა, ამავდროულად, უდიდესი წინსვლა ქვიართემისთვის" - ამბობს 44 წლის ტესა განზერერი და დასძენს, რომ მისთვის პრიორიტეტული იქნება ისეთ საკითხებზე მუშაობა, როგორიცაა, მაგალითად, სქესის შეცვლის შემდეგ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღების გამარტივება.


