კომპანია „ფაიზერის“ ხელმძღვანელი: „ყოველწლიური ვაქცინაცია ნორმა იქნება“
27/09/2021 13:38:47 მსოფლიო
„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელი, კომპანია „ფაიზერის“ ხელმძღვანელი ალბერტ ბურლა აცხადებს, რომ მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას ერთ წელიწადში დაუბრუნდება.
„ეიბისისთან“ ინტერვიუში „ფაიზერის“ ხელმძღვანელმა თქვა, რომ პროგრესი დამოკიდებულია ვაქცინების ათვისებასა და კოლექტიური იმუნიტეტის გარკვეულ მაჩვენებელზე.
„ჩემთვის ყველაზე სავარაუდო სცენარია, რადგან ვირუსი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, ჩვენ კვლავ ვიხილავთ ახალ ვარიანტებს“, – აღნიშნა ალბერტ ბურლამ.
„ფაიზერის“ ხელმძღვანელის განცხადებით, ყოველწლიური ვაქცინაცია ნორმა იქნება და შეიქმნება ვაქცინები, რომელთა მოქმედება სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.


