ლარი მცირედით გამყარდა
27/09/2021 13:16:18 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1172 ლარი ეღირება, ევრო – 3.6481 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2690 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1181 ლარი ღირდა, ევრო – 3.6582 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.2724 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 28 სექტემბერს ამოქმედდება.


