
მოსკოვი ვაშინგტონს აზიაში რაკეტების განთავსების შემთხვევაში საპასუხო ზომებით ემუქრება
05/08/2019 12:10:20 სხვა, მსოფლიო
რუსეთი შეერთებულ შტატებს აზიაში რაკეტების განთავსების შემთხვევაში საპასუხო ზომებით ემუქრება.
„თუ აშშ აზიაში ახალი რაკეტების განლაგებას დაიწყებს, ამ ნაბიჯების დაბალანსების მიზნით მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს. ჩვენი ვარაუდით, ამერიკული MK-41 ტიპის რაკეტები იაპონიაში უახლოეს მომავალში გამოჩნდება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.
ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონმა შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. 3 აგვისტოს აშშ–ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს აზიაში შუალედური დამიზნების რაკეტების განთავსებას.