მაკრონს კვერცხები ესროლეს
27/09/2021 12:33:41 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ლიონში კვერცხები ესროლეს.
მედია წერს, რომ მაკრონი გამოფენას ესწრებოდა, ხალხის ნაკადში გავლისას კი ხსენებული ინციდენტი მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა.


