![დაარღვიეს თუ არა კოვიდ–რეგულაციები NCDC-ის თანამშრომლებმა [ფოტო]](https://www.accentnews.ge/storage/files/243276376_4545509882178347_3636832870659728726_n.jpg)
დაარღვიეს თუ არა კოვიდ–რეგულაციები NCDC-ის თანამშრომლებმა [ფოტო]
27/09/2021 11:42:13 სამართალი, საზოგადოება
2021 წლის 25 სექტემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თანამშრომლებთან ერთად ველისციხეში ვაქცინაციის ცენტრი მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა, შემდეგ კი „მარან ველისციხურში“ ისადილეს. შესაბამის ფოტოებს „სტუდია მონიტორი“ აქვეყნებს და იუწყება, რომ NCDC-ის თანამშრომლებმა რეგულაციები დაარღვიეს.
„მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ღია სივრცეში სკამების საზურგეებს შორის მანძილი უნდა იყოს 1 მეტრი“,– განმარტავს „სტუდია მონტორი“.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში კი განაცხადეს, რომ იქ მყოფი ადამიანები აცრილები არიან და ღია სივრცეში მოქმედ რეგულაციებს არ არღვევენ.
"გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ვიყავი თანამშრომლებთან ერთად 24- ში [სექტემბერს] წინანდალში კახეთის მედიასთან და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებთან შეხვედრაზე ვაქცინაციის გააქტიურების საკითხებზე. 25- ში [სექტემბერს] გახლდით სოფელ ყარაჯალასა და ველისციხეში მოსახლებასთან შეხვედრებზე და ავცერით ასევე მსურველები.
მოვინახულეთ ღვინის ძველი ქართული ტრადიციით დამზადების მუზეუმი-მარანი და ვისადილეთ ღია სივრცეში შესაბამისი რეგულაციების დაცვით. ყველა გახლავართ სრულად აცრილები. მარანმა გადაიღო რამოდენიმე სამახსოვრო ფოტო", - ამბობს გამყრელიძე.