Accentnews.ge
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „თალიბანის“ მთავრობაში 17 მინისტრი ტერორისტია"

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „თალიბანის“ მთავრობაში 17 მინისტრი ტერორისტია"

27/09/2021 11:19:36 მსოფლიო

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლუიჯი დი მაიომის განცხადებით, „თალიბანის“ მთავრობის აღიარება წარმოუდგენელია, რადგან მათ რიგებში 17 მინისტრი ტერორისტია.

ამასთან, იტალიელი დიპლომატი ამბობს, რომ მიუხედავად ამის, ავღანელებმა ფინანსური დახმარება უნდა მიიღონ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ავღანეთის კოლაფსი, "რომელიც გამოიწვევს მიგრანტების უკონტროლო ნაკადს, რაც მეზობელ ქვეყნებს მნიშვნელოვნად დააზიანებს":

"არსებობს გზები, რითაც შესაძლებელია, ფინანსური დახმარების იმგვარად უზრუნველყოფა, რომ „თალიბანს“ ფული არ მივცეთ. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი აუცილებლად ქალებისა და გოგონების დაცვას უნდა მოხმარდეს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S