Accentnews.ge
ბიბილოვი აფხაზეთს სტუმრობს

ბიბილოვი აფხაზეთს სტუმრობს

27/09/2021 09:33:02 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონს – აფხაზეთს სტუმრობს.

ის აფხაზეთში რუსეთის ტერიტორიიდან შევიდა.

„აფსნპირესის" ინფორმაციით, აფხაზეთ-რუსეთის დე ფაქტო საზღვარზე ბიბილოვს სოხუმის ხელისუფლების „ვიცე-პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა და „საგარეო საქმეთა მინისტრი“ დაურ კოვე დახვდნენ.

ვიზიტის დასაწყისში ბიბილოვმა სადღეგრძელო წარმოთქვა. მან „შესანიშნავ აფხაზურ მიწას - კეთილდღეობას, აფხაზ ხალხს კი - მხოლოდ გამარჯვებები“ უსურვა.

დაგეგმილია მისი შეხვედრა დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან. 30 სექტემბერს კი ბიბილოვი „აფხაზეთის გამარჯვებისა და დამოუკიდბელობის დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S