Accentnews.ge
კვლევა: "2020 წელს სიცოცხლის ხანგრძლივობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა"

კვლევა: "2020 წელს სიცოცხლის ხანგრძლივობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა"

27/09/2021 09:27:15 მსოფლიო

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, 2020 წელს სიცოცხლის ხანგრძლივობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა და ამის მიზეზი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევებია. კვლევა ეპიდემიოლოგიის საერთაშორისო ჟურნალში 27 სექტემბერს გამოქვეყნდა.

ოქსფორდის მკვლევრების მიერ გაანალიზებული 29 ქვეყნიდან 22-ში სიცოცხლის ხანგრძლივობა, 2019 წელთან შედარებით, ექვს თვეზე მეტით დაეცა. კვლევამ, რომელმაც ევროპა, აშშ და ჩილე მოიცვა, აჩვენა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა 2019 წელთან შედარებით 29 ქვეყნიდან 27-ში შემცირდა.

„ის ფაქტი, რომ ჩვენი შედეგები ხაზს უსვამს ამხელა გავლენას, რომელიც პირდაპირ მიეკუთვნება COVID-19-ს, აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერი იყო პანდემიის შოკი მრავალი ქვეყნისთვის”, - უთხრა კვლევის თანაავტორმა, დოქტორმა რიდი კაშიაპმა როიტერს.

ამ დროისთვის მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი გარდაცვალება უკავშირდება COVID-19-ის პანდემიას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S