Accentnews.ge
საბერძნეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი

საბერძნეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი

27/09/2021 12:45:45 მსოფლიო

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე - 5.8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების და სულ მცირე, ერთი გარდაცვლილის შესახებ. დაზიანდა სახლები და ეკლესიები.

მიწისძვრის შედეგად, ქვეყნის ოთხ ყველაზე დიდ ქალაქში ქვათა ცვენა დაიწყო, რამაც ასევე მასშტაბური ზიანი მოუტანა მოსახლეობას.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სახლებიდან და სკოლებიდან ხალხის ევაკუაცია მალევე მოხერხდა, მიწისძვრით გამოწვეულმა ბიძგებმა კი ძირითადად კუნძულზე არსებული სოფლები დააზიანა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S