
თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
27/09/2021 07:04:35 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 13 277 ტესტის ფარგლებში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დედაქალაქსა და ორ რეგიონში გამოვლინდა. კერძოდ:
- თბილისში გამოვლენილია 245 შემთხვევა,
- აჭარა – 48,
- იმერეთი – 123,
- ქვემო ქართლი – 28,
- შიდა ქართლი – 19,
- გურია – 9,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 58,
- კახეთი – 101,
- მცხეთა-მთიანეთი – 17,
- სამცხე-ჯავახეთი – 12,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – სამი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 404 საიდანაც:
- 4 569 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 684, აჭარაში – 442, იმერეთში – 954.
- ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 074 პირი, მათ შორის, თბილისში – 411, აჭარაში – 124, იმერეთში – 297.
- ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 288 პირი, მათგან თბილისში – 175, აჭარაში – 23, იმერეთში – 32.
- 776 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 390 – თბილისში, 229 – აჭარაში.
- 14 059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
- საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 36, ხოლო აჭარაში – ცხრა.