
BLOOMBERG-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარი 2.90 ლარი ღირს
05/08/2019 11:49:37 ეკონომიკა
5 აგვისტოს ვაჭრობა ეროვნული ვალუტის მცირედი გაუფასურებით დაიწყო. ამჟამად, ერთი დოლარის ღირებულება 2.908 ლარი ღირს, რაც ვაჭრობის დასაწყისში არსებულ 2.90-თან შედარებით, 0.8 თეთრით მეტია.
ოფიციალური კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 2.887 ლარს, ერთი ევროს ღირებულება კი 3.2037 ლარს შეადგენს. განახლებულ გაცვლით კურსებს საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს.