Accentnews.ge
საქართველოში ხვალ ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს

საქართველოში ხვალ ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს

24/09/2021 10:21:54 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსის ფარგლებში იქნება.

სააგენტოს ცნობითვე, 25-26 სექტემბერს ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს და დროგამოშვებით იწვიმებს. 27 სექტემბერს გამოიდარებს და +20, +25 გრადუსამდე დათბება.

რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 24 სექტემბერს ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15, +17, ხოლო 25-27 სექტემბერს შედარებით გამოიდარებს და +21, +23 გრადუსამდე დათბება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S