Accentnews.ge
იალბუზზე ხუთი ტურისტი დაიღუპა

იალბუზზე ხუთი ტურისტი დაიღუპა

24/09/2021 07:15:01 საზოგადოება

ხუთი ალპინისტი ტურისტული ჯგუფიდან, რომელიც იალბუზის დასაპყრობად მიემართებოდა და 23 სექტემბერს SOS-სიგნალების გზავნა დაიწყო, გარდაცვლილი იპოვეს, - იუწყება პორტალი "Baza".

"Интерфакс" აზუსტებს, რომ სულ არაპროფესიონალ ალპინისტთა ჯგუფში 19 ადამიანი იყო რუსეთის 11 რეგიონიდან, გიდის ჩათვლით. მათგან 14-ის გადარჩენა მოხერხდა იმ სამაშველო-სამძებრო ოპერაციის შედეგად, რომელშიც 70 მაშველი და 16 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.

წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზად უამინდობა იქცა. კერძოდ, 23 სექტემბერს ჯგუფის გადაადგილების მარშრუტზე ქარის სიჩქარე 40 მ/წმ-მდე გაიზარდა 20-გრადუსიანი ყინვის პირობებში და ხილვადობა 1 მ-ს აღარ აღემატებოდა.

SOS-სიგნალების გზავნა ჯგუფმა 5 400 მ სიმაღლეზე დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S