
თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
24/09/2021 06:44:06 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 1698 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი. ინფექციისგან განიკურნა 1910 პაციენტი.
დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობა 25692-ია.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 6.85 %, ბოლო შვიდი დღის – 6.46 %.
სულ ჩატარდა 1 715 073 აცრა, დღიურად აცრილია 12 778.
- თბილისში გამოვლენილია 518 შემთხვევა,
- აჭარა - 120,
- იმერეთი - 325,
- ქვემო ქართლი - 92,
- შიდა ქართლი - 72,
- გურია - 52,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 190,
- კახეთი - 250,
- მცხეთა-მთიანეთი - 21,
- სამცხე-ჯავახეთი - 45,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.
➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 22 635 საიდანაც:
• 4 810 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 820, აჭარაში - 478, იმერეთში - 945.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 087 პირი, მათ შორის, თბილისში - 410, აჭარაში - 128, იმერეთში - 299. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 306 პირი, მათგან თბილისში - 179, აჭარაში - 32, იმერეთში - 33.
• 964 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 514 - თბილისში, 287 - აჭარაში.
• 16 861 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 10.
• სულ 6 ოქტომბრიდან - 23 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 165 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 039 ადამიანი.