
ზელენსკი ერდოღანს და მსოფლიო პატრიარქს შეხვდება
05/08/2019 09:09:09 სხვა, მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირვ ზელენსკი 7-8 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავა. უკრაინის პრეზიდენტის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრა უკრაინულ დიასპორასთან.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკი სტამბოლში მსოფლიო პატრიარქს ბართლომეოსსაც შეხვდება.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ სექტემბერში უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.