რუსეთში გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს
23/09/2021 06:00:03 მსოფლიო
მაშველებმა რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში, სპარტაკის სათხილამურო ბაზის მიდამოებში გუშინ გაუჩინარებული An-26 ტიპის თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს,- იუწყება РИА Новости.
ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროც ადასტურებს.
სამინისტროს ცნობით, ბორტზე მყოფი ადამიანების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ An-26ტიპის თვითმფრინავი, რომელიც ტექნიკურ ფრენას ახორციელებდა, რადარებიდან გუშინ გაუჩინარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში 6 ადამიანი იმყოფებოდა.


