
საქართველოში კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი კვლავ მაღალია
23/09/2021 06:36:20 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 47 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 2646 ადამიანი.
ბოლო 24 საათში 28 553 ტესტი გაკეთდა, მათ შორის - ანტიგენის სწრაფი ტესტით15 965, PCR ტესტით - 12 588
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:
- დღიური - 5,79%
- ბოლო 14 დღის – 6.85%,
- ბოლო შვიდი დღის – 6.44%.
კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე 22 885-ია.
სულ ჩატარდა - 1 700 895 აცრა, დღიურად აცრილია - 12 948.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 602 065 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 570 443 გამოჯანმრთელდა, 8 711 პაციენტი გარდაიცვალა.