
ავღანეთში პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმას შვიდი პირი ემსხვერპლა
05/08/2019 08:09:27 სხვა, მსოფლიო
ავღანეთის სამხრეთში მდებარე პროვინცია ყანდაღარში პოლიციის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თავდასხმას 7 პოლიციელი ემსხვერპლა.
„სამართალდამცავებს ცეცხლი ასევე პოლიციელმა გაუხსნა და შემდეგ დანაშაულის ადგილიდან მიიმალა“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიციელი მათი ჩანერგილი აგენტი იყო.