Accentnews.ge
ჯაფარიძე – "ნამახვანჰესზე": "ახალი სარჩელის საფუძველი წარმოიშვა, ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს!"

ჯაფარიძე – "ნამახვანჰესზე": "ახალი სარჩელის საფუძველი წარმოიშვა, ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს!"

22/09/2021 13:44:53 ეკონომიკა

"ლელოს" დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე, ენკას გადაწყვეტილებას ეხმიანება, გავიდეს საქართველოდან და აცხადებს, რომ "ხელისუფლება ქვეყანას გააკოტრებს!":

"როგორც ვხედავთ, კიდევ ახალი სარჩელის საფუძველი წარმოიშვა, ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს! შეუძლებელია, "ქართული ოცნების" პირობებში გადავურჩევთ იმ გამოწვევებს, რომელსაც თავად "ქართული ოცნება" უქმნის ქვეყანას თავისი უუნარო, არაკომპეტენტური, მავნებლური მართვით.

ახლა ჩვენ ვნახეთ, რომ 800 მილიონი დოლარის პრეტენზია შეიძლება, გაჩნდეს ჩვენი ქვეყნის მიმართ, არსებობს უკვე უზარმაზარი ფულადი პრეტენზიები ჩვენი ქვეყნის მიმართ, ეს არის ქართული ოცნების მავნებლური პოლიტიკის შედეგი, როდესაც ის ერჩის და დევნის ქვეყნიდან ინვესტორებს და ამის გაგრძელება ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა გაკოტრდება".

კიდევე ერთ დავას საერთაორიო არბიტრაჟში ანაკლიის გავითარების კონსორციუმი აწარმოებს.

22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA Renewables ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S