
რუსეთი სოხუმსა და ცხინვალს დაფინანსებას უზრდის
22/09/2021 12:17:57 კონფლიქტები
რუსეთი 2022 და 2023 წლებში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის დაფინანსების გაზრდას გეგმავს. ТАСС-ის ინფორმაციით, ამის შესახებ 2022-2024 წ.წ. ფედერალური საბიუჯეტო პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, ცხინვალის რეგიონის დაფინანსების ზრდა როგორც 2022, ისე 2023 წელს 786,2 მლნ რუბლითაა გათვალისწინებული. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ეს სახსრები "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის 2015 წლის 18 მარტს გაფორმებული "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ხელშეკრულების ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების რეალიზებაზე მიიმართება».
რაც შეეხება საბიუჯეტო ასიგნებებს "აფხაზეთთან მისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით თანამშრომლობის რეალიზებისთვის", დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს დაგეგმილია მათი გაზრდა 410 მლნ რუბლით, ხოლო 2023 წელს - 401,5 მლნ-ით.