"თალიბანმა" გაერო-ში საკუთარი წარმომადგენელი წარადგინადღეს
22/09/2021 09:24:53 მსოფლიო
"თალიბანმა" გაერო-ში საკუთარი წარმომადგენელი წარადგინა.
დაჯგუფებამ გაერო-ს გენერალურ მდივანს ავღანეთის წარმომადგენლად სუჰაილ შაჰინის წარდგენაზე ოფიციალურად მიმართა.
"თალიბანის" განცხადებით, ამჟამინდელმა წარმომადგენელმა თავისი მისია უკვე დაასრულა.
გაერო-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მოთხოვნას 9 წევრისგან შემდგარი რწმუნებათა კომიტეტის თანხმობა სჭირდება.
მედიის ინფორმაციით, კომიტეტი, სავარაუდოდ, მომდევნო ორშაბათს განიხილავს საკითხს. ამიტომ, შესაძლებელია, "თალიბანის" ხელისუფლებამ გაერო-ში საკუთარი მიმართვა ვერ გაავრცელოს.


