Accentnews.ge
ურეკში, მათ შორის,  პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა დაიტბორა

ურეკში, მათ შორის,  პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა დაიტბორა

22/09/2021 08:27:54 საზოგადოება

ურეკში ძლიერი წვიმის შედეგად, მათ შორის, ურეკის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა დაიტბორა. სამართალდამცველები შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან და სამუშაო ადგილზე შესვლას ვერ ახერხებენ.

წვიმამ პრობლემები შეუქმნა მოსახლეობასაც: როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულები, ეზოები, განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ბათუმშიც. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შავშეთის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობას ფაქტობრივად, გაუნადგურდა ტექნიკა და ავეჯი.

10-მდე ოჯახი დაზარალდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონში. დატბორილია ეზოები, ბოსტნები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლის პირველი სართულიც დაიტბორა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S