Accentnews.ge
ტოჩინოშინმა მე–5 გამარჯვება მოიპოვა

ტოჩინოშინმა მე–5 გამარჯვება მოიპოვა

22/09/2021 07:43:58 მსოფლიო

ქართველი ფალავანი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე მე-11 საბრძოლო დღეს მე-16 მაეგაშირატოკოშორიუს დაუპირისპირდა, რომელსაც ამ შეხვედრამდე მოგება-წაგების ბალანსი 3-7-ზე ჰქონდა. ტოჩინოშინმა მეტოქე იორიკირით დაამარცხა.

ტოჩინოშინი დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირების შანსს კვლავ ინარჩუნებს. ტოჩინოშინის ანგარიშზე 5 მოგება და 6 მარცხია, შესაბამისად მიზნის მისაღწევად დარჩენილი 4 ბრძოლიდან 3-ში მოგება სჭირდება.

ხვალ ლევანი მე-17 მაეგაშირა ჩიონოკუნის დაუპირისპირდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S