აშშ-მა კრიპტოვალუტის გადასაცვლელი პლატფორმის SUEX-ის წინააღმდეგ სანქციები პირველად შემოიღო
22/09/2021 07:11:37 მსოფლიო
აშშ-მა კრიპტოვალუტის გადასაცვლელი პლატფორმის SUEX-ის წინააღმდეგ სანქციები პირველად შემოიღო. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო იუწყება.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კრიპტობირჟა რუსეთში არსებული ფილიალების გზით უკანონო ტრანსაქციების საშუალებას იძლეოდა კიბერთავდასხმების დროს. საამისოდ იყენებდნენ მინიმუმ რვა პროგრამა-გამომძალველს.
აშშ-ის ხელისუფლების თანახმად, SUEX-ის ცნობილი ტრანსაქციების 40%-ზე მეტი უკანონო ორგანიზაციებთანაა დაკავშირებული. ასეთი კრიპტობირჟები ხელს უწყობს უკანონო საქმიანობას საკუთარი უკანონო მოგების მისაღებად, იტყობინება აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო.
2018 წელს შექმნიდან მოყოლებული, SUEX-მა ოპერაციები ჩაატარა ასობით მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტით, ძირითადად ბიტკოინებით.


