
ქაიროში აფეთქებას 17 ადამიანი ემსხვერპლა
05/08/2019 07:12:20 სხვა, მსოფლიო
ეგვიპტის დედაქალაქში აფეთქებას 17 ადამიანიემსხვერპლა.„როიტერის“ ინფორმაციით, ავტომობილი ქაიროს ცენტრალურ რაიონში, ეგვიპტის სიმსივნის ეროვნული ინსტიტუტის სიახლოვეს აფეთქდა. გავრცელებული ცნობთ, ავტომობილი მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სამ მანქანას შეეჯახა და აფეთქდა.
ინციდენტის შედეგად 32-მა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.
ფაქტს ეგვიპტის პროკურატურა იძიებს, თუმცა ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, რომ აფეთქება ტერორისტული თავდასხმა იყო.