
თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
22/09/2021 06:45:22 საზოგადოება
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით დაავადებული 43 პაციენტი გარდაიცალა. ლეტალობის მაჩვენებელი 1.44%-ია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 29 798 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2016 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 024 პირი.
21 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.77 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.92% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.48%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 016 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 708 შემთხვევა,
- აჭარა - 130,
- იმერეთი - 289,
- ქვემო ქართლი - 145,
- შიდა ქართლი - 103,
- გურია - 63,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 188,
- კახეთი - 301,
- მცხეთა-მთიანეთი - 37,
- სამცხე-ჯავახეთი - 29,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 925 საიდანაც:
- 5 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 007, აჭარაში - 568, იმერეთში - 1 028.
- ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 199 პირი, მათ შორის, თბილისში - 452, აჭარაში - 132, იმერეთში - 338.
- ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 310 პირი, მათგან თბილისში - 195, აჭარაში - 15, იმერეთში - 29.
- 993 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 - თბილისში, 281 - აჭარაში.
- 17 749 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
- საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 0.
- სულ 6 ოქტომბრიდან - 21 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 160 პირი.
- ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 486 ადამიანი.