Accentnews.ge
ავსტრალიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

ავსტრალიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

22/09/2021 06:22:53 მსოფლიო

ავსტრალიაში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა მოჰყვა. მიწისძვრის ეპიცენტრი ვიქტორიის შტატში, მელბურნიდან 200 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. იყო განმეორებითი ბიძგებიც.

ხელისუფლების განცხადებით, მელბურნის ჩრდილოეთ ნაწილის უბნებს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ხოლო დაზიანებული შენობებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მედიის ცნობით, მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა ავსტრალიის ისტორიაში პირველად მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ეპიცენტრიდან 800 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ადელაიდაში და 900 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ სიდნეიშიც იგრძნობოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S