Accentnews.ge
სუდანში გადატრიალების მცდელობის საქმეზე 21 სამხედრო დააკავეს

სუდანში გადატრიალების მცდელობის საქმეზე 21 სამხედრო დააკავეს

21/09/2021 20:02:01 მსოფლიო

სუდანში დღეს მომხდარ გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით 21 სამხედრო დააკავეს, რიგი პირების ძებნა ამ დრომდე გრძელდება,– იუწყება „როიტერი“ ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით.

არსებული ცნობებით, სახელისუფლებო ძალებმა უკვე დაიბრუნეს კონტროლი ყველა იმ ადგილზე, რომლებიც გადატრიალების მცდელობისას იყო დაკავებული.

მანამდე, სუდანის ხელისუფლებამ ქვეყნის გარდამავალი მთავრობის დამხობის წარუმატებელი მცდელობის შესახებ განაცხადა, რომელშიც ყოფილი ხელისუფლებისა და გადაყენებული პრეზიდენტის, ომარ ალ-ბაშირის მომხრე სამხედრო ოფიცრები და სამოქალაქო პირები დაადანაშაულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S