შვედეთში მშობლებს შვილისთვის კრემლის ლიდერის სახელი არ დაარქმევინეს
21/09/2021 10:59:42 მსოფლიო
შვედეთში მშობლებს შვილისთვის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სახელის დარქმევის უფლება არ მისცეს.
საქმე იმაშია, რომ მშობლებმა შვედეთის სახელმწიფო სააგენტოს უნდა შეატყობინონ, რა სახელის დარქმევა სურთ შვილისთვის და მიიღონ თანხმობა.
შვედეთის კანონმდებლობის მიხედვით, ადამიანის სახელი არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი, საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ადამიანს, ასევე, არ უნდა ჰგავდეს გვარს.
სწორედ სახელმწიფო სააგენტოსგან მიიღეს უარი მშობლებმა, თუმცა როგორც მედია აღნიშნავს, კონკრეტული მიზეზი განმარტებული არ არის.


