Accentnews.ge
სტრასბურგის სასამართლომ ლიტვინენკოს მკვლელობაში რუსეთი დაადანაშაულა

სტრასბურგის სასამართლომ ლიტვინენკოს მკვლელობაში რუსეთი დაადანაშაულა

21/09/2021 10:44:35 მსოფლიო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო დადგენილება, რომელიც რუსეთს აკისრებს პასუხისმგებლობას რუსეთის სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობისთვის.

რუსეთის ეფესბეს ყოფილი აგენტი ალექსანდრ ლიტვინენკო, რომელმაც 2000 წელს თავი ლონდონს შეაფარა, ლონდონის სუში ბარში 2006 წელს მოწამლეს. ბრიტანელი ექსპერტების ცნობით, ის პირველი ადამიანია, ვინც პოლონიუმ-210-ის შედეგად მოკვდა. ბრიტანეთის გამოძიებამ დაადგინა, რომ ლიტვინენკო ანდრეი ლუგავოიმ და დიმიტრი კოვტუნმა მოწამლეს პუტინის ბრძანებით.ალექსანდრ ლიტვინენკომ 1998 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის მოკვლა დაავალეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S