Accentnews.ge
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო პოსტს მესამე ვადით შეინარჩუნებს

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო პოსტს მესამე ვადით შეინარჩუნებს

21/09/2021 09:52:49 მსოფლიო

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო მესამე ვადით უხელმძღვანელებს მინისტრთა კაბინეტს მას შემდეგ, რაც მმართველმა ლიბერალურმა პარტიამ კვლავ გაიმარჯვა არჩევნებში, თუმცა არა ისეთი უპირატესობით, რაც მას შესაძლებლობას მიცემს, აღადგინოს უმრავლესობა საკანონომდებლო ორგანოში.

არჩევნების წინასწარი შედეგების თანხმად, 20 სექტემბერს გამართულ არჩევნებში ლიბერალები მიიღებენ 170 მანდატზე ნაკლებს, რაც არ არის საკმარისი უმრავლეობის ფორმირებისათვის, რომლის იმედითაც დანიშნა 49 წლის ჯასტინ ტრუდომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

არჩევნების შედეგად ნაკლებად შეიცვლება 2019 წლის სატაუს-კვო თემთა პალატაში, სადაც კონსერვატორების შეინარჩუნებენ 122 ადგილს და მთავრი ოპოზოციური პარტიის სტატუსს.

ჯასტინ ტრუდო, რომელიც ამჟამად სათავეში უდგას უმცირესობის მთავრობას, იმედოვნებს, რომ მის კოალიციურ კაბინეტს სხვა პარტიები მხარს დაუჭერენ საკანომდებლო ორგანოში და მკაფიო მანდატით იგი გააგრძელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამბიციურ პროგრამას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S