Accentnews.ge
საბერძნეთში, ათენთან ძლიერ ხანძარს ებრძვიან

საბერძნეთში, ათენთან ძლიერ ხანძარს ებრძვიან

21/09/2021 06:58:15 მსოფლიო

საბერძნეთში, ათენთან ახლოს ტყის ხანძარს ებრძვიან.

მედიის ცნობით, ხანძარი ათენთან 30 კილომეტრით დაშორებულ საკურორტო ქალაქ ნეა მაკრის გარეუბანში გაჩნდა. ადგილზე 110 მეხანძრეა მობილიზებული.

ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მიმდინარე წელს ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო კუნძულ ევიასა და ათენის რეგიონში გაჩენილი ტყის ხანძრების შედეგად ასობით სახლი დაიწვა და 200 ათას ჰექტარამდე ტერიტორია განადგურდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S