
საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების მაჩვენებელი გაოთხმაგდა
21/09/2021 06:47:38 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 2 470 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 46 პაციენტი გარდაიცვალა, 2 243 ადამიანი გამოჯანმრთელდა. პანდემიამ ქვეყანაში ჯამში 8 621 ადამიანი იმსხვერპლა.
დღე-ღამეში 34 250 ტესტი ჩატარდა.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 7,06%, ბოლო 7 დღის – 6,65%.
ბოლო 24 საათში 15 096 აცრა ჩატარდა, ჯამში – 1 671 295.
ცნობისთვის: 20 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი. ჩატარდა 12 503 აცრა