Accentnews.ge
სრულად აცრილი პატიმრები ხანგრძლივი პაემნით სარგებლობას შეძლებენ

სრულად აცრილი პატიმრები ხანგრძლივი პაემნით სარგებლობას შეძლებენ

21/09/2021 06:26:11 საზოგადოება

პენიტენციური სამსახურის ცნობით, 27 სექტემბერიდან სრულად აცრილი პატიმრები ხანგრძლივი პაემნით სარგებლობას შეძლებენ. ასევე ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან პაემანზე მხოლოდ სრულად აცრილი პირები დაიშვებიან.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, მსჯავრდებულების 80% სრულად ვაქცინირებულია.

"სწორედ ინტენსიური ვაქცინაციის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული მსჯავრდებულების რაოდენობაც. ამ დროისთვის თბილისის სამოქალაქო სექტორის კლინიკასა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში ჯამში 50 ინფიცირებული მსჯავრდებული იმყოფება, რაც პატიმართა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,5%-ს წარმოადგენს", - აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სისტემის პერსონალს, მათივე ინფორმაციით, თანამშრომელთა 92% აცრილია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S