რუსეთში, პერმის მხარეში გლოვის დღეა
21/09/2021 06:12:21 მსოფლიო
რუსეთში, პერმის მხარეში მდებარე უნივერსიტეტში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით გლოვის დღეა გამოცხადებული.
პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შედეგად გუშინ ექვსი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 24, მათგან 20 ჰოსპიტალიზებულია.
რუსული მედიის ცნობით, დაშავებულთაგან შვიდი სამკურნალოდ პერმიდან მოსკოვში გადაჰყავთ.
თავდასხმა პერმის სახელმწიფო კვლევით უნივერსიტეტზე 20 სექტემბრის დილით განხორციელდა. სასწავლო დაწესებულებაში ცეცხლი ერთ-ერთმა სტუდენტმა გახსნა. თავდამსხმელი დაკავების დროს დაჭრეს და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. როგორც გაირკვა, ცეცხლსასროლი იარაღი მას რეგისტრირებული ჰქონდა.
თავდასხმისას სასწავლებლის ტერიტორიაზე სამი ათასამდე სტუდენტი იმყოფებოდა. მათი ნაწილი აუდიტორიებში ჩაიკეტა, ზოგიერთი კი თავის გადასარჩენად ფანჯრებიდან გადახტა.


