Accentnews.ge
"სისხლიანი" ბანერები და გამოხატვის თავისუფლების „ალმასეული“ ვერსია

"სისხლიანი" ბანერები და გამოხატვის თავისუფლების „ალმასეული“ ვერსია

20/09/2021 16:35:26 პოლიტიკა

ორდღიანი დისკუსიის შემდეგ, რაც თბილისში (და არა მხოლოდ) „სისხლიანი" ბანერების კვლავ გამოჩენას მოყვა, კომპანია „ალმა“ ბანერის შინაარსისგან დისტანცირებას ცდილობს, ირწმუნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპანია აღიარებს „ნებისმიერი სუბიექტის გამოხატვის თავისუფლებას და მისი უზრუნველყოფის საჭიროებას“, მისთვის „ცალსახად მიუღებელია ხსენებული სარეკლამო ბანერების კონტენტი“.

„ბოლო ორი დღის მანძილზე ჩვენი კომპანიის კუთვნილ სარეკლამო კონსტრუქციებზე განთავსებულმა კონკრეტულმა სარეკლამო ბანერებმა, ჩვენდა სამწუხაროდ, გააჩინა გარკვეული კითხვები ჩვენი კომპანიის მიმართ. საკითხში სრული სიცხადის შეტანის მიზნით ვაცხადებთ შემდეგს:

კომპანია "ალმა" ორ ათეულ წელზე მეტია დამკვეთებისგან, რომელთაც სურვილი აქვთ აწარმოონ სხვადასხვა შინაარსის სარეკლამო კამპანია, იღებს და ანთავსებს სარეკლამო ბანერებს კომპანიის კუთვნილ სარეკლამო კონსტრუქციებზე. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ და ეს იცის ყველა ჩვენმა დამკვეთმა, რომ "ალმას" არანაირი შეხება არ აქვს სარეკლამო ბანერის შინაარსთან, დიზაინთან, ვიზუალურ ელემენტებთან, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრასთან თუ სხვა. "ალმა" ახდენს მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ბილბორდებზე ანუ კონსტრუქციებზე არსებული ფართის გაყიდვას/გაქირავებას.

ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩვენი კომპანიის როლი შემოიფარგლა მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ "ალმამ" დამკვეთისგან მიიღო სარეკლამო ბანერი და განათავსა იგი კომპანიის კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე.

ამას გარდა ვაცხადებთ, რომ ჩვენ სრულიად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაღიარებთ ნებისმიერი სუბიექტის გამოხატვის თავისუფლებას და მისი უზრუნველყოფის საჭიროებას, ჩვენთვის ცალსახად მიუღებელია ხსენებული სარეკლამო ბანერების კონტენტი“, - ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.

თუმცა, როგორც სამოქალაქო აქტივისტები ყვებიან, სხვადასხვა დროს კომპანიამ მათ სარეკლამო ადგილი სწორედ რომ ბანერის შინაარსის გამო არ მიაქირავა. კერძოდ, კომპანიამ 2019 წელს ანტიჰომოფობიური შინაარსის ბანერის გამოქვეყნებაზე უარი უთხრა თავისუფლების მძრაობას, რის გამოც კომპანია სასამართლომ დისკრიმინაციაში გაამტუუვნა. კომპანიამ სარეკლამო ადგილი არ მიაქირავა სამოქალაქო აქტიისტებსაც, რომლებსაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის ოჯახის მხარდამერი ბანერების გამოფენა სურდათ. თანამშრომლობაზე უარი მიიღეს პოლიტიკური შინაარსის გამო ატისაოკუპაციო მოძტაობის წევრებმა, რომელთაც ბანერის წარწერით – „რუსეთი ოკუპანტია“ გამფენა სურდათ.

რას ამბობენ NCDC-ში, მით უფრო, რომ ვაქცინაციის ტემპმა იკლო?

"არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - ამ შინაარსის ბანერებით ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერები 17 სექტემბერს ჩაანაცვლეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ალმას“ შეახსენა, რომ ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების ნებისმიერი სხვა შინაარსის მქონე ბანერით შეცვლას ნეგატიური შედეგი ექნება.

"მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი გაიაზრებენ იმ დიდ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც დღეს თითოეულ კომპანიას და თითოეულ ადამიანს აქვს ჩვენს ქვეყანაში, რომ უფრო და უფრო მეტი სტიმული მივცეთ ვაქცინაციის პროცესს, რადგან ვაქცინაციაზე გადის პანდემიის დამთავრების მთავარი გზა", - ამბობს გამყრელიძე.

NCDC აღნიშნავს, რომ ბანერის შეცვლის შესახებ თავად ინფორმირებულები არ იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას მსგავსი ვალდებულება ჰქონდა:

"კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როდესაც ყოველდღიურად, სამწუხაროდ, ათასობით ადამიანი ავადდება და ათულობით იღუპება ამ ვერაგი დაავდებით, ასევე ამავდროულად, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს კლებადი ტენდენცია აქვს უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება ვაქცინაციის მხარდააჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას.

ჩვენ შორის არსებული სახელშეკრულებო პრაქტიკის მიხედვითაც, ბანერების განთავსების ლოკაციის ცვლილებაც შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ მომხდარა.

ბანერების შეცვლის თაობაზე, ინფორმაციის წინასწარ ქონის შემთხვევაში ეროვნული ცენტრი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებდა, რათა უპირობოდ გაგრძელებულიყო ბანერების განთავსების ყველა საჭირო ღონისძიება და მომხდარიყო ვაქცინაციის პოპულარიზაცია მოსახლეობის სოცოცხლის გადასარჩენად.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ გარე ბილბორდებზე covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაუყონებლივ აღდგენა, ვინაიდან პანდემიის პერიოდში, სწორედ იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების რეალური საშუალება“.

დამკვეთი

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა უარყვეს, რომ ბანერები მათი დაკვეთით განათავსეს. მედიაში: "ტვ პირველში", "რუსთავი 2-ში" დამკვეთად დასახელდა მიხეილ გაბრიაძე ბიზნესმენის სტატუსით [მის შესახებ სამეწარმეო რეესტრსა და ღია წყაროებში ბევრი არაფერი იძებნება].

გაბრიაძემ ეს ინფორმაცია დაადასტურა: „მე აპოლიტიკური ვარ საერთოდ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მეორეჯერ ისინი [„ნაციონალური მოძრაობა“] არ უნდა დაბრუნდენ ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფოს მართვაში. ჩემი პირადი და ჩემი მეგობრების აზრი და გადაწყვეტილებაა ეს“.

18 სექტემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სარეკლამო კონსტრუქციები, რომლებზეც 17 სექტემბრის ღამით ბანერები დაიტანეს, კერძო კომპანიის საკუთრებაა და მერია აღნიშნულზე რეაგირებას ვერ მოახდენდა.

რა ვიცით „ალმას“ შესახებ

შპს ალმა, რომელიც 2013 წლამდე „ალმა პლუსის“ სახელით იყო ცნობილი, საქართველოში გარე რეკლამის ბაზარზე 1995 წლიდან ოპერირებს.

2021 წლის აგვისტოში ამ კომპანიამ დედაქალაქში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი ექსკლუზიური უფლება მოიპოვა, რაშიც 34 მლნ ლარი გადაიხადა.

კომპანიის დირექტორია გიორგი ტრაპაიძე. მფლობელი კი, საჯარო რეესტრის მონაცემებით, არის მალტაში რეგისტრირებული კომპანია Meridian Malta LTD, C88262.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, Meridian Malta-ს საბოლოო ბენეფიციარები, ანუ რეალური მფლობელები, ლევან ფხაკაძე (50% წილი) და სამსონ (სოსო) ფხაკაძე (50% წილი) არიან.

სოსო და სოსო ფხაკაძეების სახელთან არის დაკავშირებული ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია „ვისოლი“ და მასთან აფილირებული კომპანიები, „დანკინ დონატსი“, „სმარტი“, „ვენდისი“ და ა.შ.

TI-ის ცნობითვე, „ალმა“ ფლობს შიდა რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში.

„ასევე, მისი სარეკლამო ბილბორდები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქშია განთავსებული. 2019 წელს კომპანიამ შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე არსებულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსების 20- წლიანი ექსკლუზიური უფლება შეიძინა. 2002 წლიდან იგი ფლობს მაღალტექნოლოგიურ სტამბასაც“, – წერს TI.

ამასთან, აუდიტორულ კომპანია შპს „ბიდიოს“ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ალმას“ აქტივები 131 მლნ ლარი იყო. 2018 წელთან შედარებით მისი აქტივები 39%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 11.8 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი – 7.9 მლნ ლარის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S