Accentnews.ge
აშშ უცხო ქვეყნის ვაქცინირებულ მოქალაქეებს შეზღუდვებს მოუხსნის

აშშ უცხო ქვეყნის ვაქცინირებულ მოქალაქეებს შეზღუდვებს მოუხსნის

20/09/2021 15:45:55 მსოფლიო

აშშ უცხო ქვეყნის სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვების მოხსნას გეგმავს. კერძოდ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ვაქცინით სრულად აცრილ მოქალაქეებს ნოემბრიდან აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-სკენ მიმავალ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვაქცინაციის ან კორონავირუსზე უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენება ჩასხდომამდე მოუწევთ. ამასთან, მათთვის კარანტინის გავლა არ იქნება სავალდებულო.

გარდა ამისა, ბაიდენის გადაწყვეტილებით, აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ წასვლას გადაწყვეტენ, წასვლამდე ერთი დღით ადრე მოუწევთ კორონავირუსზე ტესტის აღება​.

აშშ ავიაკომპანიებისგან მგზავრთა შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას გეგმავს, ვირუსის დადასტურების შემთხვევაში მათი მოძიების გასაადვილებლად.

ჯერ არ ვრცელდება ინფორმაცია, რომელი ვაქცინებით აცრილ პირებზე იმოქმედებს შეზღუდვების მოხსნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S