
Pfizer: "აცრა უსაფრთხოა 5-11 წლის ბავშვებში"
20/09/2021 14:34:23 საზოგადოება
კომპანიების Pfizer–ისა და BioNTech–ს განცხადებით, კლინიკური გამოცდის შედეგებმა აჩვენა, რომ აცრა "უსაფრთხოა, ბავშვებს კარგად გადააქვთ" და წარმოშობს ძლიერ იმუნურ დაცვას. ამდენად, ამჟამად კომპანიები ცდილობენ,რაც შეიძლება სწრაფად მოიპოვონ მარეგულირებელი უწყებების თანხმობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 5-11 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენებაზე.
მათი განმარტებით, მცირე ასაკის ბავშვებში ვაქცინა უფრო ნაკლები დოზით იქნება გამოყენებული, ვიდრე 12-დან ზემოთ ასაკის მოზარდებში.
"გამოცდის შედეგები მყარ საფუძველს ქმნის ნებართვის სათხოვნელად ჩვენი ვაქცინის გამოყენებაზე 5-დან 11 წლამდე ბავშვებში, და ვგეგმავთ, უფლების მოპოვების განაცხადი სასწრაფო წესით შევიტანოთ FDA-სა და სხვა მარეგულირებელ უწყებებში", - ამბობს Pfizer-ის დირექტორი ალბერტ ბურლა და დასძენს, რომ მიმდინარე წელს კომპანია ასევე მოიპოვებს შედეგებს ვაქცინის ხუთ წლამდე ბავშვებში გამოყენების მიზნით ჩატარებული ცდებიდან.