Accentnews.ge
გამყრელიძე - "ალმას": "ვაქცინაციის ბანერის სხვა ბანერით ჩანაცვლებას ნეგატიური შედეგი ექნება"

გამყრელიძე - "ალმას": "ვაქცინაციის ბანერის სხვა ბანერით ჩანაცვლებას ნეგატიური შედეგი ექნება"

20/09/2021 13:38:19 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სარეკლამო კომპანია ალმას მიმართავს და ამბობს, რომ ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების ნებისმიერი სხვა შინაარსის მქონე ბანერით შეცვლას ნეგატიური შედეგი ექნება.

როგორც ის აღნიშნავს, NCDC-მ ალმას სისხლიანი ბანერების ისევ ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერებით ჩანაცვლება მოთხოვა.

გამყრელიძის თქმით, მათ კომპანიას ოფიციალური წერილით დღეს მიმართეს.

"მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი გაიაზრებენ იმ დიდ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც დღეს თითოეულ კომპანიას და თითოეულ ადამიანს აქვს ჩვენს ქვეყანაში, რომ უფრო და უფრო მეტი სტიმული მივცეთ ვაქცინაციის პროცესს, რადგან ვაქცინაციაზე გადის პანდემიის დამთავრების მთავარი გზა", - ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, განცხადებაში წერია, რომ ისინი ვაქცინაციის ბანერების ჩანაცვლების შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ.

"კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როდესაც ყოველდღიურად, სამწუხაროდ, ათასობით ადამიანი ავადდება და ათულობით იღუპება ამ ვერაგი დაავდებით, ასევე ამავდროულად, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს კლებადი ტენდენცია აქვს უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება ვაქცინაციის მხარდააჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას.

ჩვენ შორის არსებული სახელშეკრულებო პრაქტიკის მიხედვითაც, ბანერების განთავსების ლოკაციის ცვლილებაც შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ მომხდარა.

ბანერების შეცვლის თაობაზე, ინფორმაციის წინასწარ ქონის შემთხვევაში ეროვნული ცენტრი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებდა, რათა უპირობოდ გაგრძელებულიყო ბანერების განთავსების ყველა საჭირო ღონისძიება და მომხდარიყო ვაქცინაციის პოპულარიზაცია მოსახლეობის სოცოცხლის გადასარჩენად.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ გარე ბილბორდებზე covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაუყონებლივ აღდგენა, ვინაიდან პანდემიის პერიოდში, სწორედ იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების რეალური საშუალება“, - ნათქვამია NCDC-ის წერილში.

"არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - ამ წარწერით წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S