
კოვიდით ტყუპები გარდაიცვალნენ, მანამდე ვირუსმა დედა იმსვერპლა
20/09/2021 12:28:36 საზოგადოება
ქუთაისში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით ერთი თვის ტყუპები გარდაიცვალნენ.
ტყუპები კლინიკაში აგვისტოში მოათავსეს მას შემდეგ, რაც დედას 28-ე კვირაზე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ქალი გართულებებით რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
როგორც კლინიკაში აცხადებდნენ, ჩვილების მდგომარეობა შეყვანის მომენტიდან მძიმე იყო.