უკრაინაში, ნატოს წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები „Rapid Trident-2021“ დაიწყო
20/09/2021 11:59:09 მსოფლიო
უკრაინაში, ნატოს წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები „Rapid Trident-2021“ დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას 4 000 უკრაინელი და 2 000 უცხოელი ჯარისკაცი მიიღებს.
სამხედრო წვრთნები „Rapid Trident-2021“ 1-ელ ოქტომბრამდე გაგრძელდება.
სამხედრო წვრთნებში სულ 12 ქვეყნის სამხედროები ჩაერთვებიან. წვრთნების მიზანია მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაზრდა და მზადყოფნის დემონსტრირება.


