Accentnews.ge
რუსეთში, პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

20/09/2021 08:35:00 მსოფლიო

რუსეთის პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, სროლის შედეგად 14 ადამიანია დაშავებული.

ამასთან, რუსმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს და იდენტიფიცირების შემდეგ გაირკვა, რომ ის 18 წლის სტუდენტი, წიმურ ბეკმანსუროვია. პარალელურად, პერმის მხარის გუბერნატორის, დიმიტრი მახონინის განცხადებით, ერთ-ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია და ამ დროისთვის მოწმდება ინფორმაცია შესაძლო თანამზრახველების შესახებ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული მამაკაცი უნივერსიტეტში გლუვლულიანი სანადირო თოფით შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. უნივერსიტეტის შენობაში შეიარაღებული მამაკაცის შესვლის შემდეგ, სტუდენტების ნაწილი აუდიტორიებში ჩაიკეტა, რამდენიმე სტუდენტი კი, ფანჯრიდან გადახტა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S