Accentnews.ge
რუსეთში, პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, არიან დაღუპულები

რუსეთში, პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, არიან დაღუპულები

20/09/2021 07:58:12 მსოფლიო

რუსეთში, პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ შენობაში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, არიან დაღუპულები. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სროლის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანია დაშავებული. უნივერსიტეტის შენობაში შეიარაღებული მამაკაცის შესვლის შემდეგ, სტუდენტების ნაწილი აუდიტორიებში ჩაიკეტა, რამდენიმე სტუდენტი კი, ფანჯრიდან გადახტა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეირაღებული მამაკაცი უკვე დაკავებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S