Accentnews.ge
საქართველოში ეპიდვითარების გაუარესების შემდეგ კოვიდ–ინფიცირების რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოში ეპიდვითარების გაუარესების შემდეგ კოვიდ–ინფიცირების რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

20/09/2021 06:36:35 საზოგადოება

საქართველოში ეპიდვითარების გაუარესების შემდეგ კოვიდ–ინფიცირების რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დადიქსირდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში უქმე დღეებში ნაკლები ტესტი ტარდება. კერძოდ, 20 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორვიდ–ინფიცირების 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3 534.

ბოლო 24 საათის განმავლობაში 12 503 ტესტი ჩატარდა.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,29%, ბოლო 14 დღის – 7,14%, ბოლო 7 დღის – 6,91%.

სულ ჩატარდა 1 655 040 აცრა, დღიურად აცრილია 7 720.

კარანტინის რეჟიმშია 39, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 445 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 036 პირი.

ცნობისთვის: 19 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 954 პაციენტი, გარდაიცვალა 43 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 595 926 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 563 926 გამოჯანმრთელდა, 8 575 კი, გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S