ფხენიანი: „აუკუსის“ შეთანხმებამ შესაძლოა, ბირთვულ შეიარაღებაში შეჯიბრი გამოიწვიოს"
20/09/2021 06:29:19 მსოფლიო
ავსტრალიის, აშშ-ის და ბრიტანეთის შეთანხმებას ჩრდილოეთ კორეა გმობს და აცხადებს, რომ მან შესაძლოა, ბირთვული შეიარაღების შეჯიბრი გამოიწვიოს.
ფხენიანში აცხადებენ, რომ „აუკუსის“ სახელით ცნობილი ხელშეკრულება აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში სტრატეგიულ ბალანსს დაარღვევს.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, სრულიად ბუნებრივი იყო, რომ მეზობელმა ქვეყნებმა, მათ შორის, ჩინეთმა აღნიშნული ხელშეკრულება დაგმეს, როგორც უპასუხისმგებლო მოქმედება რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობის განადგურების მიზნით.
აშშ და ბრიტანეთი ავსტრალიას ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა ნავების ასაგებად შესაბამის ტექნოლოგიებს გადასცემენ. ხელშეკრულება განიხილება, როგორც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის გავლენის საპირისპირო ქმედება.


