"აშშ-ს ევროკავშირ-ბალკანეთის ინტეგრაციის დაჩქარება სურს"
19/09/2021 17:44:46 მსოფლიო
აშშ-ის სურს, დაჩქარდეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და პროცესის გამოცოცხლებას ძალისხმევას მოახმარს - ამის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა გაბრიელ ესკობარმა განაცხადა, რომელიც დაასახელეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად სამხრეთ ცენტრალური ევროპის საკითხებში.
მისი თქმით, აშშ-მა ასევე დანიშნა დიპლომატი, რომელიც უხელმძღვანელებს საარჩევნო რეფორმის შეჩერებულ პროცესს ბოსნია-ჰერცეგოვინაში.
ესკობარმა იმედგაცრუება გამოხატა ბოლო ორ ათწლეულში ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში დინამიკის ნაკლებობის გამო.
ესკობარის თქმით, საიმისოდ, რომ ინტეგრაცია რეალობად იქცეს, გამოწვევები უნდა გადალახონ როგორც ევროკავშირმა, ისე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა - ჩრდილოეთ მაკედონიამ, ალბანეთმა, სერბეთმა, კოსოვომ, მონტენეგრომ და ბოსნია-ჰერცეგოვინამ.


