
თბილისი და სამი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
19/09/2021 07:09:43 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 954 ადამიანი, გარდაიცვალა 43 პაციენტი.
- ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 920 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 141, „პისიარ“ ტესტით – 10 779.
- ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,55%, ბოლო 14 დღის – 7,19%, ბოლო 7 დღის – 6,89%
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 522 შემთხვევა,
- აჭარა – 101,
- იმერეთი – 226,
- ქვემო ქართლი – 100,
- შიდა ქართლი – 70,
- გურია – 47,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 181,
- კახეთი – 186,
- მცხეთა-მთიანეთი – 24,
- სამცხე-ჯავახეთი – 31,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 701 საიდანაც:
- 5 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 144, აჭარაში – 570, იმერეთში – 1 058.
- ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 255 პირი, მათ შორის, თბილისში – 485, აჭარაში – 132, იმერეთში – 326. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი, მათგან თბილისში – 196, აჭარაში – 24, იმერეთში – 30.
- 1 225 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 726 – თბილისში, 304 – აჭარაში. 20 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
- საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – ერთი.
- სულ 6 ოქტომბრიდან – 18 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 157 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 501 ადამიანი.